მე ვერ ვხედავ სივრცეს, სადაც ჩვენ შეიძლება პოლიტიკურად დავახლოვდეთ - ძალიან სერიოზული განმარტებაა საჭირო, თუ რაში გამოიხატება საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა , - ამის შესახებ ექსპერტმა, თენგიზ ფხალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც მხარეები სტრატეგიულ პარტნიორობას აცხადებენ, ამას უნდა მოჰყვეს რაიმე ტიპის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, რა სფეროებზეა ლაპარაკი და რაში გამოიხატება სტრატეგიული პარტნიორობა.
„დღეის მონაცემებით, სანამ ეს სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადდებოდა, ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა გვქონდა და ძირითადად, მხარეებს შორის თანამშრომლობის ინტერესს ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებდა. ახლა, თუ ამის იქით სადმე მივდივართ, მაშინ ეს უნდა იყოს რამეში ასახული. მე ძალიან მეეჭვება, რომ პოლიტიკურად დაახლოება გადავწყვიტოთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა არის სახელმწიფო მოწყობა, ღირებულებები და ა.შ. ამიტომ ამ განცხადებას ჯერჯერობით ძალიან სერიოზული განმარტება სჭირდება, რას ნიშნავს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. მე ვერ ვხედავ სივრცეს, სადაც ჩვენ შეიძლება პოლიტიკურად დავახლოვდეთ. რას გულისხმობს ხელისუფლება ჯერ, პირველ რიგში, ეს უნდა აგვიხსნას და მერე უნდა შევაფასოთ. ამ განცხადების იქით მე ჯერჯერობით არანაირი დოკუმენტი არ მინახავს, რომელიც ამას განმარტავს , “ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიური პარტნიორობის დამყარების შესახებ გამოცხადდება, რითაც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
რა ვქნათ? ჩვენ დავინახოთ; ფხალაძემ კი... სარი და მისი ჯანი!