პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ამაღლებას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საეტაპო მოვლენა მოგვცემს პარტნიორობის გამყარებისა და არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზაციის საშუალებას,"- აღნიშნულია „ტვიტში".
https://twitter.com/GharibashviliGe/status/1684847941574434816?t=U3iPOMM6f46PCwS_B11PiA&s=19