გიორგი მუმლაძე „კოკა-კოლას“ რუსულ ბაზარზე გაყიდვის შესახებ: თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი, ნებისმიერმა კომპანიამ, თუ ადამიანმა სათანადოდ უნდა აგოს პასუხი

გიორგი მუმლაძე „კოკა-კოლას“ რუსულ ბაზარზე გაყიდვის შესახებ: თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი, ნებისმიერმა კომპანიამ, თუ ადამიანმა სათანადოდ უნდა აგოს პასუხი

თუ ასეთ ფაქტს ადგილი აქვს, ნებისმიერმა ორგანიზაციამ, კომპანიამ, თუ ადამიანმა სათანადოდ უნდა აგოს პასუხი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ Coca-Cola რუსულ ბაზარზე იყიდება.

„ვარაუდის დონეზეც თუ ეს ასეა, ეს არის უმძიმესი ფაქტი“, - დასძენს მუმლაძე.

„კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე იყიდება. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ ამერიკულმა კომპანია „კოკა-კოლამ“ რუსეთის ბაზრიდან გასვლის ხმამაღალი პირობა დადო, თუმცა საქმიანობა სრულად არ შეუჩერებია. საუბარია კონკრეტულ ფაქტებზეც, თემურ ჭყონია კი ირწმუნება, რომ არ იცის, როგორ ხვდება „კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე.