მილანში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, უკრაინელი და რუსი მოფარიკავეების დაპირისპირების შემდეგ სიტუაცია დაიძაბა. მსაჯები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რა მოემოქმედებინათ.
უკრაინელმა ოლგა ჰარლანმა 1/32 ფინალში რუსი ანა სმირნოვა ანგარისით 15:7 დაამარცხა. დასრულების შემდეგ, სმირნოვამ მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევა სცადა, მაგრამ უკრაინელმა დაშნით გზა გადაუღობა და მას მიახლოების საშუალება არ მისცა.უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ამ ჟესტითაც მიანიშნა, რომ მისალმებას არ აპირებდა.
ამის შემდეგ ჰარლანმა ბილიკი დატოვა. სმირნოვა კი ბილიკზე კიდევ დიდხანს დარჩა და მსაჯების გადაწყვეტილებას დაელოდა.
საბოლოოდ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ჰარლანი ჩამოაშორა მსოფლიო ჩემპიონატს და ორთთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.