სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აქციით აპროტესტებენ

სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აქციით აპროტესტებენ

სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით, ბათუმის პორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“.

აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

პარალელურად აქცია თბილისში, პარლამენტის წინაც გაიმართა.