აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.
„ექსპროპრიაციის შესახებ დავები საქართველოში გავრცელებული არ არის, თუმცა წინა მთავრობის დროს ქონების გადაცემის შემთხვევები იყო, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებებს, მათ შორის საკუთრების, შეძენის, განკარგვისა და მემკვიდრეობის მიღების უფლებებს.