დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაფასა.
„ჩინეთთან პარტნიორობა, ურთიერთობა ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია - პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩინეთში. შედგება მაღალი დონის შეხვედრები და ყველა ასეთი შეხვედრიდან გადადგმული ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და ამით ჩვენმა ქვეყანამ დამატებითი ბენეფიტები მიიღოს“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.