საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას რა ზრახვები და მიზნები აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვერ გეტყვით რა ძალები ექნება ოპოზიციას, ვიღაც ერთიანდება, ვიღაც არა, არ არის ეს საინტერესო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პოლიტიკური ძალები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, მათ აქვთ ერთი მსოფლმხედველობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ზრახვები აქვს სამშობლოსთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც სხვა წინა არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო სწორი და გონივრულ გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, 2024 წელსაც ეს დამოკიდებულება იქნება იმიტომ, რომ ხალხი ხედავს. რეალურად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც აქვს იმის რესურსი, რომ პირველ რიგში, ამ ქვეყნის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ინტერესი გაატაროს, მიუხედავად ზეწოლის და შანტაჟისა, არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". ეს გუნდი არის ის, რომელსაც აქვს იმის უნარი, შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიულად განავითაროს ქვეყანა",-განაცხადა კალაძემ.