გვაქვს ურთიერთობა ჩვენს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე ცალკე აღებულ სუბიექტებთან და ძალიან მალე ბევრი ადამიანი შემოუერთდება ამ გამარჯვების ერთობასა და პლატფორმას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ვისთანაც იქნება გიორგი მარგველაშვილი, დამატებით ბენეფიტებს შესძენს როგორც კონკრეტულ პლატფორმას, ასევე საერთო ოპოზიციურ ბრძოლას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეუერთდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ხაბეიშვილი - ვაშაძის პლატფორმას? „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ამ თემაზე ყოფილ პრეზიდენტთან საუბარი მიდის და დარწმუნებულია , რომ ხელისუფლების ცვლილების მიზნით შექმნილ გაერთიანებას, მარგველაშვილიც შეუერთდება. გიორგი მარგველაშვილი კი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.