როგორ აზღვევს რისკებს კომპანია Translive?

როგორ აზღვევს რისკებს კომპანია Translive?

ლოჯისტიკა არის მიწოდების ჯაჭვში შემავალი ყველა პროცესის ეფექტური მართვის ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს  დაგეგმვას, მართვას და კონტროლს. ლოგისტიკა მოიცავს ტრანსპორტირებას, დასაწყობებას და სხვა მატერიალური და არამატერიალური ოპერაციების შესრულებას, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის მიტანას წარმოებიდან მომხმარებლამდე;

Translive - ეს არის ლოგისტიკის საერთაშორისო ციფრული პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელებს გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს. ჩვენთან ტვირთების გადაზიდვა მარტივი პროცესია.  წარმოიდგინეთ, ერთ სივრცეში მოქცეული ასობით გადამზიდავი, რომელთა შეთავაზებასაც ერთი ფანჯრის პრინციპით იღებს ტვირთის მფლობელი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წუთში ხდება. Translive-ის მეშვეობით თქვენ სარგებლობთ 24 საათიანი ინფორმაციით ტვირთის ადგილმდებარეობაზე და  შეუფერხებელი კომუნიკაცია გაქვთ გადამზიდავ კომპანიასთან, რაც იძლევა პროცესზე სრული კონტროლის შესაძლებლობას. Translive – ის უპირატესობას წარმოადგენს: სიმარტივე, სისწრაფე, მოქნილობა, მეტი კონტროლი და დაცულობა.

რაც მთავარია, ჩვენი სერვისი ვრცელდება მსოფლიოს მაშტაბით. ჩვენი საერთაშორიო ლოგისტიკური პარტნიორების ქსელის დახმარებით თქვენთვის სასურველი სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო თუ საჰაერო გადაზიდვა არის შესაძლებელი.  ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი ტვირთის ტრანსპორტირება როგორებიცაა:  საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელები, მალფუჭებადი, სახიფათო კატეგორიის ტვირთები, არაგაბარიტული ტვირთები, მედიკამენტები, ნერგები, სარეკლამო, თუ სამშენებლო მასალები. 

Translive ხელმისაწვდომია: ნებისმიერი პირისთვის, ვინც დაინტერესებულია ტვირთის ტრანსპორტირებით, ეძებს უსაფრთხო გზებს სასურველი პროდუქტის მისაღებად და უნდა რომ მუდმივად საქმის კურსში იყოს თავისი ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ; გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესება და სისწრაფე - ისინი ლაივ რეჟიმში სთავაზობენ მომხმარებელს საკუთარ სერვისებსა და ტარიფებს; ასევე მძღოლებისთვის - ისინი თავად ირჩევენ ტვირთს სასურველი მიმართულებით, ხოლო შეთანხმების შემთხვევაში დოკუმენტაცია ავტომატურად გენერირდება და ინახება მომხმარებელთა პირად კაბინეტში.

ტვირთების დაზღვევა:

დაცულობა - „ტრანსლაივის“ აპლიკაციის გამოყენებით, თითოეული ტვირთი დაზღვეულია კომპანია „ალდაგის“ მიერ.

ყველა გადაზიდვის დროს ტვირთი დაზღვეულია ავტომატურად. დაზღვევა ხორციელდება ტვირთის საინვოისო ღირებულებით, შესაბამისად, ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვა დაზღვეულია 100%-ით. სადაზღვევო ტარიფები ყოველთვის კონკურენტულია და გთავაზობთ საუკეთესო ვარიანტს ბაზარზე. ყველაფერი ეს კი ხაზს უსვამს, რომ ტვირთების გადაზიდვა  Translive-თან ერთად დაცული,  მარტივი და პრაქტიკულია.

„ტრანსლაივი“ საუკეთესო შესაძლებლობაა გადამზიდავებისთვის მიიღონ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია გადასაზიდ ტვირთებზე სასურველი მიმართულებით, გაიმარტივონ გადაზიდვები და მიიღონ გადახდის საუკეთესო პირობები.