უკრაინელმა დეპუტატმა, მმართველი „ხალხის მსახურის“ წევრმა იური არისტოვმა რადის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ არისტოვი მალდივის კუნძულებზე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა. მოგვიანებით, ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში არისტოვს მანდატის დატოვება მოუწევს.
მომხდარს რადის სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი Facebook-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატის განცხადებას რადა უახლოს სესიაზე განიხილავს.