ფაქტია, უნდა შეიქმნას ძალიან დიდი ბლოკი, სადაც გაერთიანდება ყველა დემოკრატიული ძალა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და იმ ბლოკის, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ამ ბლოკში ალბათ ძირითადად უნდა მოხვდეს ისეთი პარტიების გაერთიანება, რომლებიც თუნდაც პარლამენტში არიან. ასევე ის პარტიები, რომლებიც აქტიურები არიან პოლიტიკურ სარბიელზე და აქვთ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნდობა - დიდი მთავარი კოალიცია უნდა შეიქმნას კიდევ ერთი, თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, - განაცხადა გოცირიძემ.