საქართველოში ე. პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს წაადგება.
„განათლება არის მთავარი პრიორიტეტი ადამიანისთვის. თუ განათლების ხელმისაწვდომობის პირობა გეძლევა და შენ ამის გამოყენება შესაძლებლობას გაძლევს შენი ქვეყნის დეოკუპაციის კონცეფცია შემდგომში კიდევ უფრო განავითარო და ამ დიპლომატიამ მიანიჭოს იმპულსი რეალურ პოლიტიკას, არ მესმის რატომ უნდა თქვა უარი. რაც შეეხება სწავლა-განათლებას, ქართულ-რუსული უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში დაფუძნების შემთხვევაში, და არა ვთქვათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, იქნება სწავლა-განათლების მიღება ქართულ ენაზე. დიპლომატია დეოკუპაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ სანამ დიპლომატია ამოქმედდება, მანამ მოქმედებაში უნდა მოვიდეს სახალხო დიპლომატია. სახალხო დიპლომატიის უმაღლესი მწვერვალი თავისი გამოხატულების კუთხით გახლავთ საუნივერსიტეტო დიპლომატია“, - აღნიშნავს ლორთქიფანიძე.
ქართულ - რუსული უნივერსიტეტის მშენებლობა საქართველოში არ იგეგმება. ამ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს და განმარტავს, რომ მსგავსი ორენოვანი სასწავლების შექმნის შესახებ უწყებისთვის არავის მიუმართვას.