ხათუნა სამნიძე: დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ

ხათუნა სამნიძე: დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ

დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ. მოლაპარაკებების პროცესი აჩვენებს ამას, დღეს ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებები კიდევ მოხდება.

„გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი გახდეს, ლოგიკურ გაგრძელებას ითხოვს, რაც ჯგუფის დატოვებას ნიშნავს, რადგან ჯგუფში უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია გვაქვს და არ ვაპირებთ ამ ცენტრის ნაწილად ყოფნას. რა თქმა უნდა, თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ და ვაპირებთ კიდეც თანამშრომლობას. გაერთიანებები კიდევ მოხდება, ჯერ პროცესია. დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ ვიხილავთ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს. მოლაპარაკებების პროცესი აჩვენებს ამას, დღეს ამაზე საუბარი ძალიან ადრეა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.