მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის ყველამ კარგად იცის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როდესაც მას უთხრეს, რომ 11 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, ერთადერთი რამ თქვა, რომ 11 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ გაყიდვა დაუშვა. აქედან ჩანს მისი სახე. ასეთი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქართულ პოლიტიკაში. ასეთი ადამიანები არ შეესაბამებიან ქართულ პოლიტიკურ კულტურას“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.
FARA-ს თანახმად, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია 19 ივლისს გამოქვეყნდა.