საქართველოს ფოსტამ და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს  წიგნები გადასცა

საქართველოს ფოსტამ და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს  წიგნები გადასცა

მიმდინარე წლის 18 ივლისს, საქართველოს ფოსტისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს ეწვივნენ.  საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოსტასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, მიმდინარე წელს, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ისახავს მიზნად.

აღნიშნულ ეტაპზე, წიგნები გადაეცა, გორის მუნიციპალიტეტის შემდეგი სკოლების ბიბლიოთეკებს: დიცის საჯარო სკოლა, არბოს საჯარო სკოლა და  მერეთის საჯარო სკოლა.

პროექტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ერთი წელი გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო საქართველოს ფოსტა შეძენასა და მიწოდებას უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში აქტიურად არის ჩართული.