დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელსაც 200 ათასამდე შოკოლადის კვერცხი მოიპარა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, 32 წლის ჯობი პული დანაშაულს აღიარებს. მოპარული დესერტის საერთო ღირებულება დაახლოებით $40 ათასს შეადგენს.
დანაშაულის შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში გახდა ცნობილი. პულმა პოპულარული ბრიტანული დესერტი - Cadbury Creme Eggs ტელფორდში მდებარე ერთ-ერთი საწყობიდან მოიპარა. სამართალდამცველებმა შოკოლადი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც პულის ავტომობილი ერთ-ერთ გზატკეცილზე გააჩერეს. ქურდს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.