პაატა მანჯგალაძე: „რეფორმების ჯგუფის“ დატოვების აუცილებლობა არ დგას - გადართული ვართ, რომ კოალიცია გავაკეთოთ ხალხთან

პაატა მანჯგალაძე: „რეფორმების ჯგუფის“ დატოვების აუცილებლობა არ დგას - გადართული ვართ, რომ კოალიცია გავაკეთოთ ხალხთან

„რეფორმების ჯგუფის“ დატოვების აუცილებლობა არ დგას. ჩვენ გადართული ვართ, რომ კოალიცია გავაკეთოთ ხალხთან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებზე, რომლებმაც აღნიშნული გაერთიანების გამო, მანჯგალაძესა და გიორგი ვაშაძეს „რეფორმების ჯგუფის“ დატოვებისკენ მოუწოდეს.

„ჯგუფი საჭიროა იმისთვის, რომ პარლამენტის წევრი საპარლამენტო საქმიანობაში სრულად იყოს ჩართული. ეს გაძლევს კვოტებს, დროს ასევე საქმიანობისას გამოსვლებს სამთავრობო ტრიბუნაზე. ჯგუფის დატოვების აუცილებლობა არ დგას. ჩვენ გადართული ვართ, რომ კოალიცია გავაკეთოთ ხალხთან, მოქალაქესთან. ეს ბუღალტერია და პროცედურული საკითხები არ არის საინტერესო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს.