ბუნებრივია პარლამენტში ის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ისაუბრებს ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის სახელით სადაც ვართ მე „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები და ჩვენ არ ვგეგმავთ წინასაარჩევნოდ ისეთ პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანებას სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯგუფში საუბარი არ ყოფილა, ამიტომ ლოგიკური მგონია, რომ ისინი ჯგუფიდან გავლენ. პარტნიორობა ნიშნავს მოლაპარაკებებს, კონსულტაციებს და არა ტელევიზიით და საჯარო გადაწყვეტილებების გაცნობას პარტნიორებისთვის - ამას ვერ მოვიწონებთ“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების შემდეგ რეფორმების ჯგუფის წევრები გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძეს ჯგუფის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მიზეზი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობაა. ვაშაძე და მანჯგალაძე კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.