დმიტრო კულებამ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის გამო რეკეტში დაადანაშაულა

დმიტრო კულებამ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის გამო რეკეტში დაადანაშაულა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის გამო რეკეტში დაადანაშაულა.

„რუსეთი კმაყოფილია სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდის გამო. სწორედ ამის გამო მოკლეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა: გაზარდონ ექსპორტი და შიმშილიდან მოგება მიიღონ. ყველაზე სამწუხაროა, რომ პუტინის რეკეტის გამო ფასს გადაიხდიან ყველაზე მოწყვლადები, განსაკუთრებით აფრიკის რიგ ქვეყნებში“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.