ეს არის ღალატის მთელი ანატომია, რომელიც ამ ანგარიშში ამოვიკითხეთ,- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში.
„ყველა მდაბიო ქმედებას „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეგუებული ვართ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, რაც გამოჩნდა, უკვე დოკუმენტურად დადასტურდა ის, თუ როგორ იბრძვის „ნაციონალური მოძრაობა“. მათი მფარველები ითხოვენ სანქცირებას ქვეყნისას, ჩვენი მოქალაქეებისას. მიხეილ სააკაშვილს უნდა გადააყოლონ მთელი ქვეყანა. თუკი რამე შეიძლება იყოს მდაბიო საქციელი, აი, ეს არის. პატიოსან საზოგადოებაში ამას ეძახიან ღალატს. ამიტომ რა თქმა უნდა ღალატია, როდესაც შენ იხდი ფულს და ეკვრები ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ შენი ქვეყანა დაასანქცირონ და დაესხან თავს. ეს არის ღალატის მთელი ანატომია, რომელიც ამ ანგარიშში ამოვიკითხეთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.