იაგო ხვიჩია - პოლონელი ექიმი, რომელმაც ეს ილეთი არასაჭირო დროს ჩაატარა, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მოქმედებდა, ან იმდენად სულელია, რომ მისი პაციენტთან შეყვანა არ შეიძლება

იაგო ხვიჩია - პოლონელი ექიმი, რომელმაც ეს ილეთი არასაჭირო დროს ჩაატარა, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მოქმედებდა, ან იმდენად სულელია, რომ მისი პაციენტთან შეყვანა არ შეიძლება

მგონია, რომ ექიმი, რომელმაც ეს ილეთი სრულიად არასაჭირო დროს და ადგილას ჩაატარა, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა, ან იმდენად სულელია, რომ მისი პაციენტთან შეყვანა არ შეიძლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიმ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ვინაიდან, ასეთი სისულელის ნაკლებად სჯერა, მისთვის სარწმუნო ვერსიაა, რომ პოლონელი ექიმი „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მოქმედებდა.

„თუ არ მოისყიდან, აბა, როცა ყველაფრის გამოტანა შეგიძლია და ამ დროს წინდით გამოგაქვს, პროცესის დისკრედიტაცია ხდება, სხვა რას უნდა დააბრალო, თუ არა სისულელეს ან შეთანხმებას? გაყალბებისთვისაც რომ ნდომოდა, ნიმუში ისედაც ხომ გაიტანეს? ჩუმად გატანილს აყალბებ და არაჩუმად გატანილს, არა, ვერ დავიჯერებ. რაც შეეხება პოლონეთის საგრეოს განცხადებას, როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი და შენს ელჩს იბარებენ, განცხადების გაკეთება მოგიწევს, მაგრამ პირველი ეჭვი უნდა მიიტანო ხელისუფლებასა და სააკაშვილის ექიმების კოლაბორაციაზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

amo ერიჰა!
1 წლის უკან
Gami ა, კიდევ! რა დავაშავეთ..
1 წლის უკან
Maverick იპო, ასე როგორ დაგაჩლუნგეს ნაცმახერებმა (ჩენგან "ნაცარასტებს"),ნაცარასტული წიაღიდამ ამოსულები ოსტაპ ბენდერის არ იყოს "ჟერტვა ნეუდავშეგო აბორტა" (ხართ)!

"ოცნებას" თავისი სატკივარიც ყოფნის, შენი რომ არ აკიდო!
1 წლის უკან