ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტზე იქნება გაძლიერებული ზეწოლა, რომ მან სააკაშვილი შეიწყალოს

ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტზე იქნება გაძლიერებული ზეწოლა, რომ მან სააკაშვილი შეიწყალოს

პრეზიდენტზე იქნება გაძლიერებული ზეწოლა, რომ მან სააკაშვილი შეიწყალოს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მიუხედავად იმ სიმართლისა, რაც მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, მთელი ამ კამპანიის მიზანი არის, რომ ამ წინადადებას, რომელსაც სულ იმეორებენ, რომ სააკაშვილი პუტინის დავალებით მოწამლა მთავრობამ, აწამა და არ უმკურნალა - მხოლოდ ამ ფორმულირების ფონზე უნდა იყოს შეწყალებული და გამოშვებული, რათა საქართველოს წინააღმდეგ მეორე შემოტევის ახალი ტალღა დაიწყოს. პრეზიდენტი ამ ფორმულირებას აწერს ხელს? ის თავის სახელმწიფოს მიმართ ამ ბრალდებას აწერს ხელს? - ეს არის ახლა მთავარი დილემა და აქედან გამომდინარე, არ ვიცი ის შეძლებს თუ არა, რადგან ასეთ საკითხებზე მაღლა დადგომისთვის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს და არა მარტო თანამდებობა. სულ მცირე ისეთი პასუხისმგებლობა მაინც როგორიც ბიძინა ივანიშვილს აქვს, რომელიც მიუხედავად ამ არაფორმალური სანქციებისა ნაბიჯს არ დგამს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ქმედება განახორციელოს. თუ ექნება ასეთი მაღალი პოლიტიკური, სამოქალაქო და ზნეობრივი პოზიცია [პრეზიდენტს] ამას დრო გვიჩვენებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.