ბაჩო დოლიძე ალექსანდრე კრევო-ასათიანზე: როდესაც პარტიაში განსხვავებული აზრის მოსმენის პრობლემაა, გადაწყვეტილებებიც ანალოგიურია

ბაჩო დოლიძე ალექსანდრე კრევო-ასათიანზე: როდესაც პარტიაში განსხვავებული აზრის მოსმენის პრობლემაა, გადაწყვეტილებებიც ანალოგიურია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ პარტიის მენეჯმენტს განსხვავებული აზრის მოსმენის პრობლემა აქვს.

„პროცესში ჩვენი ჩართულობა იმიტომ იყო პრობლემა, რომ ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვქონდა. შესაბამისად, როდესაც განსხვავებული აზრის მოსმენის პრობლემაა, გადაწყვეტილებებიც ანალოგიურია. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც გაცილებით მეტი დამსახურება აქვს პარტიაში, ვიდრე თუნდაც ახალ მენეჯმენტს. დღეს ეს ხალხია მენეჯმენტში, ხვალ შეიძლება აღარ იყოს“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალექსანდრე კრევო-ასათიანი გადავიდა, რომელიც ფრაქციაში საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და რომელმაც პრეზიდენტის პოზიციების გახმოვანება დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ალექსანდრე კრევო-ასათიანი არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას და ის იყო სტაჟიორი.