მამუკა მდინარაძე: არ გამკვირვებია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ნაცმოძრაობაში ვიღაცამ გადაინაცვლა, რადგან ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მესიჯბოქსი ერთი ერთში ემთხვევა ნაცმოძრაობის მესიჯბოქსს

არ გამკვირვებია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ნაცმოძრაობაში ვიღაცამ გადაინაცვლა, რადგან ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მესიჯბოქსი ერთი ერთში ემთხვევა ნაცმოძრაობის მესიჯბოქსს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პიერ-ალექსანდრე კრევოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამიტომაც ეს არ იყო ისეთი ამბავი, რომელიც სენსაციასთან მიახლოებულად შეიძლება ჩავთვალოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ალექსანდრ კრევო არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას და ის იყო სტაჟიორი.