ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყნის გარეთ, რომელიც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე დაასხას წყალი საქართველოს საზიანოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყნის გარეთ, რომელიც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე დაასხას წყალი საქართველოს საზიანოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე რუსეთის აგრესიისა და საოკუპაციო ომის ობიექტი ქვეყნის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი არის ჩართული ამ ამბავში, რაც ძალიან სამწუხაროა. მაშინ, როდესაც ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე მაქსიმუმს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, მისი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ხან ომისკენ მოგვიწოდებს, ხან იმას უზრუნველყოფს, რომ ელჩი გაიწვიონ ამ ქვეყნიდან, ეს დარტყმები ჩვენ სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სამწუხაროდ გვაქვს და ეს სამწუხაროდ ჯდება საერთო ნარატივში, რომელსაც ჰქვია საქართველოს საწინააღმდეგო ნარატივი - მიხეილ სააკაშვილის ლობისტები, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, ქვეყნის შიგნით ნაცმოძრაობა და მისი სრული კლასტერი ეს არის ერთი დიდი ბირთვი, რომელიც მოქმედებს მისი კონკრეტული ინტერესებისათვის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარე დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.