ესპანელმა პოლიტიკოსმა ჯოკოვიჩს შეუტია - ულტრამემარჯვენე, პუტინისტი, სერბული გენოციდის მომხრე

ესპანელმა პოლიტიკოსმა ჯოკოვიჩს შეუტია - ულტრამემარჯვენე, პუტინისტი, სერბული გენოციდის მომხრე

ესპანელი პოლიტიკოსი პაბლო ეხენიკე მოხიბლული დარჩა კარლოს ალკარასის გამარჯვებით უიმბლდონზე, მაგრამ მას კიდევ უფრო მეტად გაუხარდა ის ფაქტი, რომ ფინალში ესპანელმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

ეხენიკემ „ტვიტერში“ მკაცრად გააკრიტიკა ჯოკოვიჩი კორტის მიღმა მისი შეხედულებების გამო.

„ალკარასი გვხიბლავს. და კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის, რომ მან დაამარცხა ულტრამემარჯვენე, პუტინისტი, სერბული გენოციდის მომხრე, რომელიც ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის“, – დაწერა პოლიტიკოსმა.

ადრე ნოვაკ ჯოკოვიჩი გააკრიტიკეს იმის გამო, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ გაიკეთა. ამის გამო, 2022 წელს ის ავსტრალიისა და აშშ-ის ღია პირველობაზე არ დაუშვეს. 2023 წელს, ავსტრალიის ღიას მსვლელობისას, სკანდალში მოხვდა ჯოკოვიჩის მამა – მან ფოტო გადაიღო გულშემატკივრებთან, რომლებსაც პუტინის გამოსახულებიანი რუსეთის დროშა ეჭირათ ხელში. 2023 წელს, როლან გაროსის დროს, ჯოკოვიჩმა კამერაზე ასეთი წარწერა გააკეთა – „კოსოვო – სერბეთის გული“.