„ნაცმოძრაობა“ მუშაობს როგორც ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან, ასევე უკრაინელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს ევროპაშიც და მსოფლიოშიც ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, მათ შორის ძალიან ბევრი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია. ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, მისი გუნდის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს მის ქვეყნიდან გაყვანას და მის თავისუფლებას. თუ ვინმე დგამს ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯებს, ეს არის „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანაში გყავს პოლიტიკური პატიმარი, ევროკავშირში ვერ მიგიღებენ. „ნაცმოძრაობა“ მუშაობს როგორც ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან, ასევე უკრაინელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად იყოს გათავისუფლებული. ცალკეულ საკითხებზე გვაქვს კოორდინაცია, თუმცა ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერი დამოუკიდებლად მუშაობს სააკაშვილის თავისუფლების საკითხზე“, - აცხადებს ნადირაძე.
უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარე დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.