გიული ალასანია: რას ჰქვია ლობისტები, იურიდიული ფირმა იყო, რომელიც დიახ, დავიქირავეთ და მუშაობდა ჩვენთვის და ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს

გიული ალასანია: რას ჰქვია ლობისტები, იურიდიული ფირმა იყო, რომელიც დიახ, დავიქირავეთ და მუშაობდა ჩვენთვის და ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს

რას ჰქვია ლობისტები, იურიდიული ფირმა იყო, რომელიც დიახ, დავიქირავეთ და მუშაობდა ჩვენთვის და ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს და დამთავრდა უკვე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხებოდა.

„არ ვარ საქმის კურსში, არ ვიცი რა დოკუმენტზეა საუბარი“, - განაცხადა ალასანიამ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.