IBSU-ს ტურიზმის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს მიენიჭათ სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით (მომდევნო კლასტერული აკრედიტაციის ვადამდე).
როგორც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ეკა დევიძემ განაცხადა, აღნიშნილ პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის, ტურიზმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის და აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების და კრიტერიუმების გათვალისწინებით; ასევე, ტურიზმის მიმართულების აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულების, პრაქტიკის განმახორციელებელი ობიექტების წარმომადგენლების და პოტენციური დამსაქმებლების აქტიური ჩართულობით.
ტურიზმის პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2010 წლიდან ფუნქციონირებს.