მექსიკაში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კრიმინალურმა დაჯგუფებამ მექსიკაში ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით, უსაფრთხოების სამსახურის 4 თანამშრომელ, 2 სამოქალაქო პირი მოკლა. დაჭრილია ათზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აფეთქება ხალისკოს შტატში მოხდა. სამართალდამცველი უწყების ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა შტატის გენერალური პროკურატურის თანამშრომლებს მახე დაუგეს.

ისინი ანონიმური შეტყობინების წყალობით კონკრეტულ ადგილზე შეიტყუეს და აფეთქება მოუწყვეს. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. დამნაშავეთა ვინაობასა და მომხდარის დეტალებს გენერალური პროკურატურა იძიებს.