პოდოლიაკი: ომის დასრულების სამი ვარიანტი არსებობს - გამარჯვება, მარცხი ან „მინსკი-3“

პოდოლიაკი: ომის დასრულების სამი ვარიანტი არსებობს - გამარჯვება, მარცხი ან „მინსკი-3“

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების სამი ვარიანტი არსებობს. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს უკრაინის გამარჯვება, მარცხი ან „მინსკი-3“.

„თუ გავიმარჯვებთ, იარსებებს უკრაინა, რომელიც რეგიონში დომინანტურ როლს შეასრულებს და ძალიან ნათელი პარტნიორული ურთიერთობები ექნება. უკრაინა შეძლებს ჯარის მოდერნიზებას და ეფექტური არმია ეყოლება. რუსეთთან გვექნება დემილიტარიზებული ზონა, მოსკოვს ჩამოართმევენ გარკვეული სიშორის მოქმედების რაკეტებს, ჩატარდება სამიტი რუსეთის ბირთვულ არსენალზე კონტროლის საკითხებში.

თუ ომში დავმარცხდებით, უკრაინა რამდენიმე წელიწადში შეწყვეტს არსებობას. არსებობს მესამე ვარიანტიც, რომელშიც ჩვენ არ დავმარცხებულვართ, მაგრამ გვაქვს გამყოფი ხაზი - „მინსკი 3“. ეს ნელ სიკვდილს ნიშნავს, შეგვაერთებენ აპარატზე, რომელიც სიცოცხლეს შეგვინარჩუნებს. ამ შემთხვევაში უკრაინაში სახელმწიფოებრიობა აღარ იარსებებს“, - აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

მისივე თქმით, შესაბამისად, უკრაინის წინაშე ძალიან მარტივი არჩევანი დგას: გამარჯვება ან მარცხი.