ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
თელ-ავივში გამართულ დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად ბენ გურიონის აეროპორტი და მთავარი მაგისტრალები გადაკეტეს.
სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 66 ადამიანია დაკავებული.