ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს გვესმის, რომ ნატოში მიგვიწვევენ, როდესაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. მინდა ამ საკითხების პარტნიორებთან სიღრმისეულად განხილვა

ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს გვესმის, რომ ნატოში მიგვიწვევენ, როდესაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. მინდა ამ საკითხების პარტნიორებთან სიღრმისეულად განხილვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოთვალა სამი საკითხი, რომლებზეც ნატო-უკრაინის საბჭო იმსჯელებს.

„დღის წესრიგში გვაქვს სამი პრიორიტეტული საკითხი. პირველი არის შეიარაღების ახალი პაკეტები ჩვენი არმიის მხარდასაჭერად ბრძოლის ველზე. მეორე საკითხია, ჩემი აზრით, უკრაინის ნატოში მიწვევა და რაც დღეს გვესმის არის, რომ ჩვენ ეს მიწვევა გვექნება, როდესაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. მინდა ამ საკითხების პარტნიორებთან სიღრმისეულად განხილვა. მესამე - მე ასევე ვისაუბრებ და ვიბრძოლებ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისთვის, ნატოში მიმავალ გზაზე“, - აცხადებს ზელენსკი.