ირაკლი კობახიძე: აეროპორტის რესურსების გაფართოება არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეკონომიკა იზრდება, ტურიზმიც გაიზრდება და მას სჭირდება შესაბამის რესურსები ამ კუთხით

ირაკლი კობახიძე: აეროპორტის რესურსების გაფართოება არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეკონომიკა იზრდება, ტურიზმიც გაიზრდება და მას სჭირდება შესაბამის რესურსები ამ კუთხით

აეროპორტის რესურსების გაფართოება არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეკონომიკა იზრდება, ტურიზმიც გაიზრდება და მას სჭირდება შესაბამის რესურსები ამ კუთხით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ათასი სპეკულაციაა ვაზიანის აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. თითქოს ის რაღაც მიზანმიმართულად კეთდება. მე როგორც ვიცი აეროპორტის გაფართოების კუთხით არის ორი ვერსია. ერთი არის არსებულის გაფართოება და მეორე, ახალი აეროპორტის მშენებლობა იმ ტერიტორიაზე, სადაც ვაზიანის აეროდრომი იყო განთავსებული. ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. ზოგადად, აეროპორტის რესურსების გაფართოება არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ეკონომიკა იზრდება, ტურიზმიც გაიზრდება და მას სჭირდება შესაბამის რესურსები ამ კუთხით“,- აღნიშნა კობახიძემ.