იენს სტოლტენბერგი: ნატოს გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, ვლადიმერ პუტინს - ნატოს კარი ღიაა

იენს სტოლტენბერგი: ნატოს გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, ვლადიმერ პუტინს - ნატოს კარი ღიაა

ნატოს გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, ვლადიმერ პუტინს - ნატოს კარი ღიაა. ნატოს მოკავშირეების და წევრობის მსურველი ქვეყნის გადასაწყვეტია გაფართოება და რუსეთს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს გამოყენების უფლება რუსეთს არ აქვს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამის დემონსტრირება მოხდა ფინეთის ნატოში გაწევრიანებით და გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით.

„შვედეთის ნატოში გასაერთიანებლად თურქეთი მზადაა, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს რატიფიკაცია. ასე რომ, ეს აგზავნის მკაფიო, ძლიერ სიგნალს და აჩვენებს, რომ პუტინის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ დიდი სტრატეგიული შეცდომაა. მათ ვერ შეაფასეს უკრაინის შესაძლებლობები და ნატოს მოკავშირეების ერთობა. ასევე ვერ შეაფასა პოლიტიკური შედეგები, მაგალითად, შვედეთსა და ფინეთში. მან დაიწყო ომი, რადგან სურდა ნაკლები ნატო და იღებს მეტ ნატოს, მეტ ნატოს წარმომადგენლობასა და 2 ახალ წევრს.

ფინეთი უკვე წევრია ალიანსის და შვედეთიც მალე შეუერთდება ნატოს. ეს აჩვენებს დიდ სტრატეგიულ შეცდომას, რომელიც პუტინმა დაუშვა უკრაინაში შეჭრით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ყველაზე სწრაფი გაწევრიანების გზა ნატოს თანამედროვე ისტორიაში. მათ წევრობაზე განაცხადი გასული წლის მაისში გააკეთეს და ივნისში ორივე ქვეყანა მოვიწვიეთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.