სამხრეთ აფრიკაში ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად მოთოვა

სამხრეთ აფრიკაში ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად მოთოვა

სამხრეთ აფრიკაში ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად მოთოვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ივლისი სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთრის თვეა, თუმცა თოვლი აქ იშვიათი მოვლენაა. ბოლო იოჰანესბურგში 2012 წელს მოთოვა. მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თოვლი ქუჩებში კიდევ ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და ურჩევს თბილად ჩაიცვან.

ამ ეტაპზე თოვლს რაიმე სერიოზული პრობლემა არ გამოუწვევია.