ვოლოდიმირ ზელენსკი: უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული - როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისთვის და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი: უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული - როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისთვის და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის

ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბრებს. უკრაინა წარმოდგენილი იქნება ნატოს სამიტზე ვილნიუსში, რადგან საქმე პატივისცემას ეხება. მაგრამ პატივისცემას უკრაინაც იმსახურებს, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ნატოში მიწვევისა და გაწევრიანების დროის ჩარჩო განსაზღვრული არ არის და ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„ახლა, როდესაც ვილნიუსისკენ მივემართებით, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ფორმულირება განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ფორმულირება ეხება ნატოს წევრის მოწვევას და არა უკრაინის წევრობას.

უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის ნატოში მიპატიჟებისთვის და არც ნატოს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის ნატოში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისთვის და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის.

ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში წევრობა გამოყენებული იყოს რუსეთთან ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, რომ გააგრძელოს ტერორი. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ამის შესახებ ღიად ვისაუბრებ სამიტზე“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.