CNN: მსოფლიოს ათასზე მეტმა უმსხვილესმა კომპანიამ პირობა დაარღვია და რუსეთში ბიზნეს საქმიანობას განაგრძობს

CNN: მსოფლიოს ათასზე მეტმა უმსხვილესმა კომპანიამ პირობა დაარღვია და რუსეთში ბიზნეს საქმიანობას განაგრძობს

მსოფლიოს ათასზე მეტმა უმსხვილესმა კომპანიამ დაარღვია პირობა და რუსეთში ბიზნეს-საქმიანობას განაგრძობს. CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საუბარია იმ კორპორაციებზე, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყებისას, რუსეთის დატოვების პირობა დადეს, თუმცა არ შეასრულეს.

იელის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ CNN-სთვის მიცემულ ანგარიშში დასახელებულია ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა „ჰეინეკენი“, „ფილიპ მორისი“, „უნილევერი“ და „ორეოს“ მწარმოებელი „მონდელესი“.

იელის მკვლევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული ფირმები ომის მიუხედავად, რუსეთში ფუნქციონირებენ და დიდ სარგებელს იღებენ.