უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინა იძულებული იქნება, „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს ნატოში გაწევრიანების მოწვევას

უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინა იძულებული იქნება, „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს ნატოში გაწევრიანების მოწვევას

უკრაინა იძულებული იქნება, „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს ნატოში გაწევრიანების მოწვევას, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მოწვევის არმიღება გადაიტანს აქცენტს ნატოში გაწევრიანებიდან უსაფრთხოების გარანტიებზე.

„კონკრეტული გადაწყვეტილება ვილნიუსში გამოიწვევს პროცესების დიდ რაოდენობას, რაც უკავშირდება სტრატეგიულ დაგეგმარებას, თავდაცვით დახმარებას, თავდაცვით დაგეგმარებას, უსაფრთხოების გარანტიებს და ა.შ. თუ ნატოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გადავადებული იქნება, ან საერთოდ არ იქნება მიღებული, ეს ნიშნავს, რომ მთავარი მნიშვნელობა უსაფრთხოების გარანტიებს მიენიჭება, რაც აქცენტების გადატანას მოითხოვს“, - აცხადებს სტეფანიშინა.