კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებას, უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გამოშვების შესახებ:
"რუსების ჯამბაზმა უკრაინიდან გააძევა საქართველო! უკრაინისთვის სულის, შვილების გამწირავი ხალხი! შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, ვინც დილა-საღამოს უფალს უკრაინელ დებს და ძმებს ავედრებს! მათ მშვიდობას და კეთილდღეობას!
ნუ გვიკვირს იუდასგან, მან ხომ უფალი გააძევა გულიდან და უკრაინიდან!"