უკრაინის პრეზიდენტმა ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ ლიდერები თურქეთიდან უკრაინაში ჩაიყვანა

უკრაინის პრეზიდენტმა ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ ლიდერები თურქეთიდან უკრაინაში ჩაიყვანა

უკრაინის პრეზიდენტმა ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ ლიდერები თურქეთიდან უკრაინაში ჩაიყვანა. გათავისუფლებული ტყვეების დახვედრის ცერემონია ლვოვში გაიმართა, სადაც სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოვიდა.

„აზოვსტალის“ მცველები 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ტყვეობიდან და თურქეთში იმყოფებოდნენ. ტყვეთა გაცვლის თაობაზე რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობდა.