გაერო-ს წარმომადგენლობა: გაერო გმობს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე ძალადობასა და თავდასხმებს

გაერო-ს წარმომადგენლობა: გაერო გმობს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე ძალადობასა და თავდასხმებს

გაერო გმობს ძალადობას და თავდასხმებს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის, ლგბტქი პირებისთვის“, - წერს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.