პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და  გაფართოებულ ფორმატებში.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ.