აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები.

„დღეს „თბილისი პრაიდი“ იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“, – აღნიშნილია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ილია საელჩოს - მოხარშული წაბლი არ გინდათ?
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli იანკებო შორს ჩვენგან თქვენი ბინძური გაგება, შორს ჩვენგან თქვენი სისხლიანი ხელები საქართველოდან, და საერთოდ გაეთრიეთ საქართველოდან! თან ჭაიყვანეთ თქვენი შნირები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან!
1 წლის უკან
trampi ვაააა...................კოლუმბიიიიი?
ეს რა გიქნეს ჰააა??
მოლოტოვის კოქტეილი რო არ გესროლეს არ გიხარიაათ??
1 წლის უკან
trampi უნდა ესროლათღ და მ,ერე დაეძახათ ნიჩიააა---თქო
1 წლის უკან