უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: სიტუაცია გეგმის მიხედვით ვითარდება, ინიციატივა ჩვენს ხელშია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: სიტუაცია გეგმის მიხედვით ვითარდება, ინიციატივა ჩვენს ხელშია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„ფრონტის ხაზზე არსებული ოპერატიული ვითარება შევატყობინე [მარკ მილის]. უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ აქტიურ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას. სიტუაცია გეგმის მიხედვით ვითარდება. ინიციატივა ჩვენს ხელშია.

ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელი საჭიროებები იარაღისა და საბრძოლო მასალის თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების გასაგრძელებლად.

მადლიერება გამოვხატე მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, ასევე მივულოცე ამერიკელ ხალხს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“, - აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.