ლუკაშენკო: უკრაინაში მიმდინარე ომში სიტუაცია შემოდგომისთვის უნდა შეიცვალოს, შესაძლოა მოლაპარაკებების დაწყება

ლუკაშენკო: უკრაინაში მიმდინარე ომში სიტუაცია შემოდგომისთვის უნდა შეიცვალოს, შესაძლოა მოლაპარაკებების დაწყება

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში სიტუაცია შემოდგომისთვის უნდა შეიცვალოს და მოლაპარაკებების დაწყება დაუშვა.

„შემოდგომისთვის სიტუაცია უნდა შეიცვალოს და მოლაპარაკების მაგიდასთან დავიწყებთ საუბარს. შეიძლება არა სექტემბერში და ოდნავ მოგვიანებით. არ მინდა რაიმე ინფორმაციის გაცემა, მაგრამ ევროპელები უკვე საუბრობენ ამაზე - საფრანგეთი, გერმანია. მატერიალური თვალსაზრისით, ამ ომით ყველაზე მეტს ევროპელები კარგავენ. სარგებელს კი ფაქტობრივად მხოლოდ ერთი ქვეყანა იღებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

„მთავარია ეს კონფლიქტი შეწყდეს. ძლიერი რუსეთი, არავის გაუკვირდეს, მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის. [...] მე ვიცი პუტინის პოზიცია. ის წავა ნებისმიერი საკითხის განსახილველად. მაგრამ მოდით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. წინაპირობების გარეშე“, - დასძინა მან.