„ეს კონფლიქტი კი არა ომია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარელ კოლეგას შეეკამათა

„ეს კონფლიქტი კი არა ომია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარელ კოლეგას შეეკამათა

უკრაინის პრეზიდენტი სოფიაში ვიზიტისას, ბულგარელ კოლეგას შეეკამათა. მიზეზი, რუმენ რადევის მიერ უკრაინის ომის კონფლიქტად მოხსენიება გახდა. ბულგარეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას არ აპირებს და კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ გზად, მშვიდობიან მოლაპარაკებებს ხედავს.

პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგას შეახსენა, რომ უკრაინაში ომია და არა კონფლიქტი და რომ უკრაინას იარაღი თავის დასაცავად სჭირდება.