რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ამჯერად უკრაინამ ტყვეობიდან 45 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა და სანაცვლოდ რუსეთს, ამდენივე რუსი ტყვე გადასცა.

გათავისუფლებულ უკრაინელ ტყვეებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის მოსამსახურეები, ასევე „აზოვსტალისა“ და ხერსონის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები არიან.

უკრაინას დაუბრუნდა 2 ბავშვიც, 6 წლის რენატი და 10 წლის ვარვარა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იყვნენ გადაყვანილი.