მექსიკაში, ავტობუსის ხევში გადავარდნას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 21 - დაშავდა

მექსიკაში, ავტობუსის ხევში გადავარდნას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 21 - დაშავდა

მექსიკის შტატ ოახაკაში ავტობუსის ხევში გადავარდნას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 21 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, 12 დაშავებული მგზავრის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულ მგზავრებს შორის ერთი ჩვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, მართვის კონტროლი დაკარგა.